Skip to content ↓

წარმატებული UWC საქართველოს ფინალური შესარჩევი დღე

11 March 2025

UWC საქართველო United World Colleges (UWC) გლობალური მოძრაობის ნაწილია, რომელიც დაარსდა 1962 წელს და აერთიანებს მოწასვლეებს მთელი მსოფლიოდან, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობას, მდგრადობას და კულტურათაშორისი ურთიერთგაგების განვითარებას განათლების გზით. 2013 წელს დაარსებული UWC საქართველო, როგორც მოძრაობის ოფიციალური წარმომადგენლობა, ყოველწლიურად არჩევს ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს ქვეყნის მასშტაბით, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა ისწავლონ მსოფლიოს 18 UWC კოლეჯებში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გამოჩენილ კურსდამთავრებულთა საზოგადოება, რომელიც 50-ზე მეტ ადამიანს მოიცავს. ისინი, UWC-ის განათლებით აღჭურვილნი, სწავლობენ და მუშაობენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა სფეროებში, ქმნიან ცვლილებებს და ახდენენ გავლენას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ყოველწლიურად UWC საქართველო იღებს ასობით განაცხადს ჭკვიანი და ამბიციური ახალგაზრდებისგან, რომლებსაც სურთ, გახდნენ ცვლილებების შემოქმედნი და მსოფლიოს უკეთეს მომავლაში შეიტანონ წვლილი. მიმდინარე წელი რეკორდული იყო – 500-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა დაინტერესება. ინკლუზიური, თუმცა საკმაოდ კონკურენტული შერჩევის პროცესის შედეგად, მხოლოდ 24-მა ფინალისტმა თბილისიდან და 7-მა რეგიონიდან მოიპოვა UWC-ის ფინალურ შერჩევის დღეზე მოხვედრის შესაძლებლობა.

წელს ფინალური შერჩევის დღე გაიმართა დაუვიწყარ კასპის ტექნოპარკში. დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, რომლის წყალობითაც ფინალურის შესარჩევი დრის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამ საოცარ ადგილას. დღე სავსე იყო ენერგიით, კრეატიულობით და მნიშვნელოვანი ურთიერთობებით. მონაწილეებმა წარმოაჩინეს თავიანთი ცნობისმოყვარეობა და მზადყოფნა, პოზიტიური გავლენა მოახდინონ სამყაროზე. შთამაგონებელი იყო მათი მოტივაციის და პოტენციალის ხილვა, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს განათლების გარდამქმნელ ძალას.

ჩვენ ღრმად მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების დაუღალავი მხარდაჭერისა და ახალგაზრდა გონების გაძლიერების ერთგულებისთვის.

იხილეთ ამ დღის შემაჯამებელი ვიდეო და გაიგეთ, რამ გახადა ეს დღე ასეთი განსაკუთრებული!

You have not allowed cookies and this content may contain cookies.

If you would like to view this content please