Skip to content ↓

აკადემიური ცხოვრება

 

“მიმაჩნია, რომ განათლების უმნიშვნელოვანესი ამოცანა ამ თვისებების უზრუნველყოფაა: სამეწარმეო ცნობისმოყვარეობა, დაუმარცხებელი სულისკვეთება, შეუპოვარი ქმედება,მზადყოფნა თვითმართვის, და უპირველეს ყოვლისა თანაგრძნობა.”

კურტ ჰანი, UWC -ის დამფუძნებელი

საერთაშორისო ბაკალავრიატის სასწავლო გეგმა არის აკადემიური ცხოვრების მთავარი ბირთვი ყველა UWC სკოლასა და კოლეჯში.მას შემდეგ რაც, UWC-იმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა IB-ის შექმნის პროცესში, მათი სტრუქტურა და მისია ერთმანეთის მსგავსი გახდა.

  UWC განათლება აკმაყოფილებს და სცდება IB პროგრამის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. მიზანმიმართულად შედგენილი ჯგუფები და მომუშავე პერსონალი თითოეულ სკოლასა და კოლეჯში- რომლებიც შედგენილია განსხვავებული ეროვნების, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, ლინგვისტური, პოლიტიკური და განათლების ტიპის მიხედვით, UWC  ნებას აცხადებს, რომ სასწავლო გეგმაც ისეთივე მრავალფეროვანი და აღქმადი უნდა იყოს როგორი სტუდენტებიც სწავლობენ აქ, რადგან მათ დამაჯერებლად გამოხატონ თავიანთი ისტორია. ოფიციალური IBDP სასწავლო გეგმა არის დაკომპლექტებული გლობალური საკითხებით დაფუძნებული კრიტიკულ აზროვნებაზე, გაბედულ  საქმიანობებზე დღევანდელ სამყაროში არსებული გამოწვევებით.

საერთაშორისო ბაკალავრიატი

IB Organization (IBO) დაარსდა 1968 წელს. თავდაპირველად ის UWC-ის შემოწირულობით  შეიქმნა და UWC-ის პროგრესული განვითარებით, კულტურათაშორისი განათლების უზრუნველყოფის გამოცდილებით, ექსპერიმენტულ  სწავლებაზე დაყრდნობით შექმნილი კოლაბორაციაა. ორ ორგანიზაციას შორის არსებული კავშირი დღემდე გრძელდება IBO აღნიშავს 50 წლის იუბილეს 2018 წელს.

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე შეიქმნა და განვითარდა  საწყისი, საშუალო და კარიერასთან დაკავშირებული პროგრამები.  IB პროგრამა მიზნად ისახავს რომ „ ხელი შეუწყონ სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან გახდნენ აქტიურები, თანამგრძნობელნი და მუდამ ქონდეთ სწავლის სურვილი, რომელთაც სჯერათ რომ სხვა ადამიანები თავიანთი განმასხვავებელი ნიშნებით ასევე შეიძლება იყვნენ მართალნი“. სხვადასხვა პროგრამების პოპულარიზაციაც გაიზარდა,რადგან  ორგანიზაციამ მიიღო საერთაშორისო განათლების  „ოქროს სტანდარტის“ რეპუტაცია, განსაკუთრებით IBPD-ში. დღეისათვის არის 5 ათასი სკოლა, სადაც 1.3 მილიონი სტუდენტი სწავლობს გლობალურად.

 

რა საგნების არჩევა შეუძლიათ IBPD პროგრამის არჩევისას სტუდენტებს?

IB დიპლომის მოსაპოვებლად  სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ კურსები შემდეგი ექვსი საგნიდან:

  1. სწავლება ენასა და ლიტერატურაში;
  2. ენის შესწავლა;
  3. ინდივიდები და საზოგადოება;
  4. მეცნიერება;
  5. მათემატიკა;
  6. ხელოვნება( ხელოვნების კურსის ნაცვლად, სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სხვა მეცნიერება, ინდივიდები და საზოგადოება ან ენის შესწავლა).

   სტუდენტები როგორც წესი სწავლობენ 3 საგანს სტანდარტულ დონეზე და 3 საგანს შედარებით მაღალ დონეზე, დემონსტირებას აკეთებენ ცოდნაზე გააზრებასა და უნარებზე. სპეციფიკური საგნების შეთავაზება UWC იმ სკოლებსა და კოლეჯებში ხდება, რომლებიც გამოირჩევა გეოგრაფიული მდგომარეობით და სპეციალური ზონებით. სტუდენტები ექვსი საგნის შესწავლის პროცესში გადიან IB დიპლომის სამ ძირითად ნაწილს, რომლებიც პროგრამის  ფილოსოფიის ცენტრალური ნაწილია. ესენია:

  1. დიდი მოცულობის ესე (EE):სტუდენტები მოიძიებენ განსაკუთრებით საინტერესო თემას, განავითარებენ დამოუკიდებელი კვლევისა და წერის უნარ-ჩვევებს, რასაც მოითხოვს უნივერსიტეტი. ესე როგორც წესი იწერება სტუდენტის მიერ ექვსი საგნიდან და უნდა იყოს არაუმეტეს 4, 000 სიტყვის. სტუდენტებს წერისა და კვლვლევის ჩატარებაში მხარს უჭერს აკადემიური მეთვალყურე.
  2. ცოდნის თეორია(TOK): კურსი მოუწოდებს სტუდენტებს შეიცნონ ცოდნის ბუნება, ანუ ვიცით თუ არა ის  რაზეც ვიძახით რომ ვიცით. ის ფასდება ზეპირი პრეზენტაციითა და 1600 სიტყვიანი ესეთი.
  3. კრეატიულობა, აქტიურობა და მომსახურეობა (CAS): პასუხისმგებლობის აღება, სოციალური, შემოქმედებითი და გარე უნარ-ჩვევების განვითარება, აგრეთვე სწავლება იმისა, რომ თანაგრძნობით მივუდგეთ სხვებს არის ძირითადი მიზანი პროგრამის. სტუდენტები ჩართულნი არიან სხვადასხვა სახის პროგრამებში, რომლებიც მიზნად ისახავს უნარ-ჩვევების განვითარებას, ამავდროულად აქტიურად ერთვებიან ადგილობრივ საზოგადოებასთან. CAS პროექტის მოთხოვნებია:
  • ამოიცნონ სტუდენტების ძლიერი მხარეები დაა განავითარონ ისინი მათი პირადი ზრდისათვის
  • გამოწვევების საკუთარ თავზე აღების დემონსტრირება, რაც ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას გამოიწვევს.
  • დემონსტირება თუ როგორ უნდა წამოიწყო და დაგეგმო CAS გამოცდილება
  • აჩვენო CAS გამოცდილების ვალდებულება და შეუპოვრობა;
  • გამოავლინო და აჩვენო ერთობლივად მუშაობის სარგებლიანობის უნარ-ჩვევები;
  • გლობალური მნიშვნელობის საკითხებში ჩართულობა
  • აღიარება და განსჯა არჩევანის და ქმედების ეთიკის

ამ ელემენტების კომბინაცია საშუალებას აძლევს სტუდენტებს განავითარინ თავიანთი უნარები, გაანალიზონ ინფორმაცია, ეფექტურად დააკავშირონ იდეები და განამტკიცონ არგუმენტებით, რომელთაგან თითოეული ამზადებს სტუდენტებს ბაკალავრიატის და შემდგომი სწავლისათვის. უფრო მეტიც, სტუდენტებს შეუძლიათ თავიანთი კულტურული ცოდნა და გაგება ჩადონ თავიანთ აკადემიურ სწავლებაში, გააცნობიერონ თავიანთი თავი როგორც მოაზროვნეები და სულ უფრო მეტად დაუკავშირდნენ სხვა ადამიანებს.

ადრეული წლები

UWC სკოლები UWC კოლეჯისაგან განსხვავებით იღებენ დაბალი ასაკის სტუდენტებს დაწყებული 18 თვიდან დამთავრებული 15 წლამდე. UWC მასტრიხი (Maastricht), UWC სამხრეთ აღმოსავლეთ აზია (South East Asia), UWC ტაილანდი და Waterford Kamhlaba UWC სამხრეთ აფრიკა. ყველა მათგანს ჰყავთ დაბალი ასაკის სტუდენტები თავიანთ კამპუსებში, რომლებიც სწავლობენ სასწავლო გეგმის ფარგლებში. ამ პროგრამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ინფორმაცია სკოლის ვებ გვერდზე.