Skip to content ↓

UWC საგანმანათლებლო მოდელი და პრინციპები

 

“ჩვენში უფრო მეტი პოტენციალია ვიდრე ვიცით,ჩვენ რომ შეგვეძლოს ამის დანახვა; შესაძლოა, ჩვენი დარჩენილი სიცოცხლე აღარ მოგვინდეს შევეგუოთ მცირეს.” 

კურტ ჰანი, UWC-ის დამფუძნებელი

UWC-ის განათლების მოდელის მთავარი მახასიათებელია მიზანმიმართული მრავალფეროვნების შექმნა. ეს არის სასიცოცხლო კომპონენტი, რომელიც ვრცელდება მთელ საზოგადოებაში ყველა UWC სკოლასა და კოლეჯში. ყველა სტუდენტი სარგებლობს განსხვავებულ გარემოში სწავლის მეთოდით, რაც ხელს უწყობს მათ გონებრივ და თვითშეგნების შესაძლებლობების განვითარებას, იმავდროულად საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციის მოპოვებას.

   ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს აღმოაჩინონ ცვლილებების შესაძლებობის უნარი. ისინი სწავლობენ, რათა მათ შეეძლოთ თავიანთი გაბედული ქმედებით, პირადი მაგალითებითა და თავდაუზოგავი ლიდერობით მსოფლიო შეცვალონ. ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდებს ინტელექტუალური, მორალური, ესთეტიკური, ემოციური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის მიღწევაში.

მოსწავლეები რასაც სწავლობენ ეფუძნება შვიდ პრინციპს, რაც გვავალდებულებს ჩვენ, რომ განათლება მივცეთ ადამიანებს სრულად. ეს პრინციპები გამყარებულია მშვიდობისადმი ლტოლვით, მდგრადობითა და სოციალური პასუხისმგებლობით, რაც ჩვენი დაარსების მიზანია.

  1. განათლება უნდა მიმდინარეობდეს კოლეჯში მრავალფეროვან საზოგადოებაში. სტუდენტები უნდა შეირჩეს რეგიონებიდან და სოციალური ჯგუფებიდან, რომელიც ასახავს ხალხთა შორის დამოკიდებულების ფართო  სპექტრს.
  2. განათლება მოითხოვს კულტურათაშორისი ურთიერთობის აქტიურ ხელშეწყობას და სხვებისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულების განვითარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთო ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კოოპერატივისა და ერთობლივი ცხოვრების წესზე. ეს გულისხმობს საუბარსა და ჩართულობას მშვიდობიან გლობალურ საკითხებში.
  3. ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი განუყოფელია გაწონასწორებული ადამიანის ჩამოყალიბებაში. არაჯანსაღი ცხოვრების წესი ზღუდავს ადამიანის პოტენციალს.
  4. საზოგადოებასთან კავშირი მთავარი ნაწილია სკოლის/კოლეჯის ცხოვრებისა. ეს გულისხმობს სკოლისა და კოლეჯის ყველა წევრის სრულ და აქტიურ მონაწილეობას.
  5. სტუდენტებმა უნდა შეძლონ სტაბილური განვითარების საკითხებზე პოზიტიური ქმედება როგორც ინსტიტუციურ ისე ინდივიდუალურ დონეზე.
  6. სტუდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს პირადი ინიციატივა, პირადი დისციპლინა, პასუხისმგებლობა, რისკის მართვა და გამოწვევები. საჭიროების შემთხვევაში ეს შესაძლებლობები უნდა იყოს მხარდაჭერილი  სრულწლოვნების მიერ.
  7. აღიარება ენიჭება იმ ფაქტს, რომ  ადამიანებს გააჩნიათ უნიკალური ნიჭი და შესაძლებლობები. სკოლაში/კოლეჯში უნდა არსებობდეს პროგრამები, რომლებიც სტუდენტებს დაეხმარება მათი პოტენციალის გამოვლენაში.

ყველა ჩვენი კოლეჯი და სკოლა იზიარებს UWC-ის მისიასა და ფასეულობებს, მაგრამ თითოეული მათგანი ახორციელებს საქმიანობას განსხვავებულად, ადგილობრივი და რეგიონალური თავისებურებებიდან გამომდინარე.   UWC საგანმანათებლო მოდელი ქმნის საერთო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ყველა სკოლა და კოლეჯი ფუნქციონირებს. ის არ აყალიბებს სასწავლო გეგმას, მაგრამ ფოკუსირებულია მასზე, რაც უნიკალური მიდგომაა UWC-ის განათლების მიმართ.