Skip to content ↓

სტიპენდიები და დაფინანსება

განათლების დაფინანსება

სტიპენდიები(გრანტები) ფინანსდება UWC კოლეჯის, დამოუკიდებელი დონორების და ფონდების მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ ქართველი სტუდენტების განათლებას UWC კოლეჯში. სტიპენდიების შეზღუდული რაოდენობის გამო ფინანსური მხარდაჭერა არის სტუდენტების მოთხოვნილებაზე დამოკიდებული. UWC-ს მთავარი მხარდამჭერია  Scholae Mundi  საქვეელმოქმედო ორგანიზაცია.

კანდიდატების შერჩევა და განათლების დაფინანსება

შერჩეული კანდიდატები დასახელდებიან კონკრეტულ UWC კოლეჯში. როგორც წესი, კოლეჯები იღებენ კანდიდატებს ‘შერჩევის კომიტეტების’ რეკომენდაციების მიხედვით. თუმცა, თითოეული კოლეჯი იტოვებს უფლებას კანდიდატებზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ თვითონ.

კონკრეტული კოლეჯის სიაში შეტანისა და დასტურის მიღებისას სასწავლო სტიპენდიების მიღების მსურველი კანდიდატები მიიღებენ ფინანსური შეფასების ფორმას. დასრულებულ ფორმასთან ერთად კანდიდატის მშობლებმა უნდა წარადგინონ საოჯახო შემოსავლებისა და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ფინანსური შეფასების კომისია განიხილავს წარდგენილ დოკუმენტაციას და განსაზღვარვს კანდიდატისთვის სტიპენდიის ოდენობას. სტიპენდიის ოდენობის შეცვლა არ იქნება შესაძლებელი. კანდიდატი და მისი მშობელი ან უნდა დაეთანხმოს შემოთავაზებულ ფინანურ თანამონაწილეობას ან უარი განაცხადოს.